Wednesday 4 May 2011

საბერძნეთი

საბერძნეთის რესპუბლიკა (ბერძნ. Ελληνική Δημοκρατία) — სახელმწიფო სამხრეთ ევროპაში, ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.სახელწოდება
მომდინარეობს გრაიების ტომის ლათინური სახელისგან, Graeci-საგან, რომლებიც ცხოვრობდნენ იტალიაში ძვ. წ. მე-8 საუკუნეში. ბერძნული სახელი Ellas (Ελλάδα) წარმოსდგება hellenes-საგან. ეს არის ბერძნული ტომების საერთო სახელი, რომელიც საერთო წინაპრისაგან Helene-საგან შეიძლება მომდინარეობდეს.

ქვეყანა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე, აგრეთვე ეგეოსის, იონიისა და ხმელთაშუა ზღვის ასეულობით კუნძულზე. მოსაზღვრე ქვეყნებია: ალბანეთი, მაკედონია, ბულგარეთი, თურქეთი.


                                                                    

ათენი

ათენი (ბერძ.: Αθήνα IPA /a'θina/) საბერძნეთის დედაქალაქია და მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე განთქმული ქალაქი. თანამედროვე ათენი დიდი და კოსმოპოლიტი ქალაქია; ძველი ათენი ძლიერი დამოუკიდებელი ქალაქი და განათლების ცენტრი იყო. ქალაქს სახელი ძველი ბერძნული მითოლოგიის ქალღმერთი ათენას პატივსაცემად დაერქვა. მისი გეოგრაფიული კოორდინატებია 38°00′N 23°43′E (38.00°, 23.72°).
ათენის აგლომერაციაში დაახ. 3,9 მილიონი ადამიანი სახლობს. ის საბერძნეთის წამყვანი ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრია. ძველ ათენს ხშირად დასავლეთის ცივილიზაციის აკვნად მოიხსენიებენ მისი კულტურული და პოლიტიკური მიღწევების გამო ძვ.წ. მე-4 და მე-5 საუკუნეებში. ამ მემკვიდრეობის წყალობით მას უამრავი უძველესი ნაგებობა, მონუმენტი და ხელოვნების ნიმუში შემორჩა, რომელთა შორის ყველაზე განთქმულია აკროპოლისის პართენონი - დღემდე მოღწეული კლასიკური ბერძნული ხელოვნებისა და არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე დახვეწილი ნიმუშთაგანი. ეს და სხვა მრავალი კულტურული ღირსშესანიშნაობა რესტავრირებულ იქნა 2004 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის.


ძველ ბერძნულში ქალაქის სახელი იყო Ἀθῆναι-ათენაი, Ἀθηνά-ათენა-ს მრავლობითი ფორმა, ქალღმერთი ათენას ბერძნული სახელი. ქალაქის სახელი მრავლობითში გამოიყენებოდა Θῆβαι-თებაი (თებე) და Μυκῆναι-მიკენაი (მიკენა) სახელების მსგავსად, ვინაიდან ის რამდენიმე ნაწილისგან შედგებოდა. მე-19 საუკუნეში ძველი სახელი ფორმალურად ისევ შემოღებულ იქნა. 1970-იანებში კათარევუსას გაუქმების შემდეგ ქალაქის პოპულარული სახელი ათინაი დაბრუნებულ იქნა.

                                                          

კრეტა

კრეტა (ბერძნ. Κρήτη, თურქ. Girit) – საბერძნეთის ყველაზე დიდი და ხმელთაშუა ზღვის რიგით მე–5 კუნძული. მისი ფართობია 8,336 კმ². კუნძულს ესაზღვრება სამი ზღვა იონიის, ლიბიისა და ეგეოსის ზღვები.
კრეტა ანტიკური საბერძნეთის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური კუნძული იყო. იქ ხალხის დასახლება დაიწყო ძვ. წ. 2700 -1420 წლებში, რამაც კუნძული პირველ ყველაზე განვითარებულ ცივილიზაციად აქცია საბერძნეთსა და ევროპაში. ბერძნებმა კრეტაზე რამდენიმე ქალაქი დააარსეს. ერთ–ერთი იყო კნოსოსი. ამ უძველესი ქალაქის ნანგრევები არქეოლოგთა ჯგუფმა მინოს კალოკაირინოსის ხელმძღვანელობით 1878 წელს აღმოაჩინა. კნოსოსის სასახლე რთული ნაგებობას წარმოადგენდა. მას ცენტრში დიდი ეზო ჰქონდა. ეზოს ირგვლივ, წრიულად, განაგებული იყო საცხოვრებელი სახლები და სხვადასხვა შენობები. ისინი ერთმანეთს მიხვეულ–მოხვეული დერეფნებითა და გასასვლელებით უკავშირდებოდნენ. 
                                            

 მითოლოგია                                  

ძველბერძნული მითოლოგია — ნაკრები ძველი ბერძნების მითებისა და ისტორიების, რომლებიც მათ ღმერთებსა და გმირებს, ასევე სამყაროს მოწყობას და მათი საკუთარი კულტისა და რიტუალური პრაქტიკის დასაბამსა და მნიშვნელობას ეხება. თანამედროვე მკვლევარები ამ მითებს იყენებენ ძველი საბერძნეთისა და ძველი ბერძნული ცივილიზაციის რელიგიური და პოლიტიკური ინსტიტუტების შესასწავლად, ასევე თვით ამ მითების შექმნის ბუნების გამოსაკვლევად.

ბერძნული მითოლოგია წარმოდგენილია როგორც თხრობით ფორმის ნიმუშების დიდი რაოდენობით, ასევე გამომსახველობით ხელოვნებაშიც, როგორიცაა მაგ. მხატვრობა კერამიკულ ლარნაკებზე და მისთ. ბერძნულ მითებში ახსნილია სამყაროს დასაბამი და სხვადასხვა ღმერთების, ქალღმერთების, გმირებისა თუ მითიური ქმნილებების ცხოვრებისა და თავგადასავლების დეტალები. ეს ამბები თავდაპირველად ზეპირსიტყვიერად ვრცელდებოდა ზეპირ-პოეტური ტრადიციით, თუმცა ამჟამად ბერძნული მითები ძირითადად ბერძნული ლიტერატურიდან არის ცნობილი. უძველესი ლიტერატურული წყარო, ილიადასა და ოდისეას ეპიკური პოემები, ძირითადად ტროას ომის გარშემო მომხდარ მოვლენებს მოგვითხრობს. ჰომეროსის თანამედროვე ჰესიოდოსის ორი პოემა, „თეოგონია“ და „შრომები და დღეები“ მოიცავს სამყაროს გენეზისის აღწერას, ღვთიური მმართველების იერარქიას, ადამიანთა ცხოვრების ეპოქებს, მსხვერპლთშეწირვის პრაქტიკის დასაბამს და მისთ. მითები ასევე შემონახულია ჰომეროსის ჰიმნებში, ძვ. წ. 5 საუკუნის პერიოდის ტრაგედიებში, ელინისტური ეპოქის მწერალთა და მეცნიერთა ნაშრომებში, რომის იმპერიის პერიოდის მწერლების, როგორიცაა პლუტარქე და პუსანიასი, წერილებში.
ბერძნულ მითოლოგიას უდიდესი გავლენა ჰქონდა დასავლური ცივილიზაციის კულტურაზე, ხელოვნებასა და ლიტერატურაზე და დღემდე დასავლური მემკვიდრეობისა და ენის ნაწილად რჩება.

No comments:

Post a Comment