ატმოსფერო

ატმოსფერო (ბერძ. "ἀτμός–ატმოს"- ორთქლი, ჰაერი, "σφαῖρα–სფერა"-სფერო) –დედამიწის ჰაერის გარსია. ის შედგება აზოტის (78 %), ჟანგბადის (21 %), ნახშირორჟანგის (0,03 %), ინერტული აირების, წყლის ორთქლის, მტვრისა და მიკროორგანიზმებისაგან. ატმოსფეროს სისქე 3000 კილომეტრია. აქ გამოიყოფა 3 ფენა: ტროპოსფერო – 7-18 კმ; სტრატოსფერო – 50 კმ-მდე; მეზოსფერო – 85 კმ-მდე; თერმოსფერო – 300 კმ; 600-1000კმ-ის ზემოთ კი ეკზოსფეროა. 50 კმ სიმაღლეზე, ოზონის კონცენტრაცია შეინიშნება (ოზონსფერო).
ატმოსფერო დედამიწაზე სიცოცხლის არსებობის უმთავრესი პირობაა. მისი ქვედა საზღვარი დედამიწის ზედაპირია, ხოლო ზედა პირობითად 2000-3000 კილომეტრამდე ვრცელდება. ასეთ სიმაღლეზე ჰაერი ძალზე გაიშვიათებულია. ატმოსფეროს ჰაერი ძირითადად ორი აირისგან - აზოტისა (78%) და ჟანგბადისაგან (21%)შედგება. გარდა ამისა,ჰაერში გაბნეულია ნახშიროჟანგი (1%-ზე ნაკლები,არგონი და სხვა). როგორც ცნობილია,ჟანგბადის გარეშე სუნთქვა, წვა, ლპობა; ნახშიროჟანგის გარეშე კი-ორგანულ ნივთიერებათა წარმოქმნა.ატმოსფერო შეიცავს აგრეთვე წყლის ორთქლს, მტვერს, ყინულის კრისტლებს.
სიმაღლეზე ტემპერატურის ცვალებადობის,სიმკვრივისა და სხვა თვისებების მიხედვით დედამიწის ჰაერის გარსი რამდენიმე ნაწილად იყოფა. ატმოსფეროს ქვედა ნაწილის - ტროფოსფეროს სიმაღლე, საშუალოდ,10-12 კილომეტრია.ატმოსფეროში არსებული აირების 80% ტროფოსფეროზე მოდის.ამიტომ ის ყველაზე მკვირი ფენაა.სწორედ აქაა მოყრილია ატმოსფეროს მთელი წყლის ორთქლი,აქ წარმოიქმნება ღრუბლები,მოდის წვიმა და თოვლი,ადდგილი აქვს ჭექა-ქუხილს,ყალიბდება ამინდი და სხვა. სიმაღლის მატებასთან ერთად ტროპოსფეროში ჰაერის ტემპერატურა კლებულობს.
ტროპოსფეროს ზევით სტრატოსფეროა(ლათინურად "სტრატუმ"-ფენა),რომლითაც დაახლოებით 40-50 კილომეტრის სიმაღლემდე ვრცელდება.მასში თავმოყრილია ატმოსფერული აირების მხოლოდ 20%.განსაკუთრებიდ აღსანიშნავია ოზონის შრე(20-25 კილომეტრზე),რომელიც ნთქავს სიცოცხლისათის ძალზე საშიშ ულტრაიისფერ სხივებს. ბოლო დროს შეინიშნება ოზონის შრის რღვევა,რაც დიდ საშიშროებას უქმნის ცოცხალ ორგანიზმებს. მათი წარმოქმნა ძირითადად დაკავშირებულია ატმოსფეროს ძლიერ გაჭუჭყიანებასთან. კიდევ უფრო ზევით გრძელდება მეზოსფერო.
ატმოსფეროს უდიდესი მნიშვნელობა აქვს დედამიწაზე სიცოცხლის არსებობისათვის. აირის ფენები დედამიწის ზედაპირზე არ უშვებს მეტეორიტებს, ოზონის ეკრანი იცავს გამოსხივებისაგან, ჟანგბადის გარეშე წარმოუდგენელია სუნთქვა და წვა. ნახშირორჟანგი სითბური ეკრანია, ის იკავებს დედამიწისგან გამოსხივებულ სითბოს და გამოიყენება მცენარეების მიერ ფოტოსინთეზისათვის. წყლის ორთქლი უზრუნველყოფს ნალექების წარმოშობას, მტვრის ნაწილაკები კი წარმოადგენს წყლის ორთქლის კონდენსაციის უმცირეს ბირთვებს.დედამიწის ატმოსფერო ჩვენი პლანეტის გარსია. იგი წარმოადგენს ჰაერის ფენას დედამიწის გარშემო. ტერმინი ,,ჰაერი” ზოგადად შეიძლება განისაზღვროს როგორც აირების, ასვე შეწონილ მდგომარეობაში მყოფი მყარი და თხევადი ნაწილაკების ნარევი. დედამიწის მიზიდულობის ძალის გავლენით ეს ნარევი კი არ იფანტება სამყაროში, არამედ ეკვრის დედამიწას და ბრუნავს მასთან ერთად. ზღვის დონეზე 1 კგ. მ-ზე ატმოსფერო ახდენს 10333 კგ. დაწოლას, ჰაერის სიმკვრივე 0,001 გ/სმ-ია.
ზოგიერთს, როგორიცაა CO, CO2, O3, NO, NO2, SO2, NH3 და H2S, აქვს როგორც ბუნებრივი, ასევე ანთროპოგენური წყაროები ისინი სამრეწველო ქალაქების ჰაერში მეტი რაოდენობით თუ ჰაერს მოვაცილებთ ტენს და მტვერს, მაშინ დედამისწის ზედაპირთან ჰაერის შედგენილობა მოცულობითი პროცენტით შეიძლება გამოვსახოთ ასე: აზოტი_78,09%, ჟანგბადი_20,95%, არგონი_0,93%, ნახშიროჟანგი_0,03%.
ჰაერის ზოგიერთი აირული კომპონენტი, როგორიცაა N2, O2, He, H2, Ar, Kr, Xe, ძალიან ხანგრძლივად არსებობს. სხვები მაგ. CO2, O3, N2O, CH4, არსებობენ წლების განმავლობაში, ხოლო H2O, N2O, NO, NH3 , SO2, H2S, I2, Cl2, SO3, Hcl, რამდენიმე დღე ან კვირა.
100კმ-ის სიმაღლემდე ჰაერის შედგენილობა თითქმის არ იცვლება, თუმცა, რადგან ზემოთ ჩამოთვლილი აირებიდან შედიან ვიდრე სოფელ ადგილებში. 100კმ-მდე სიმაღლეზე ჰაერის თითქმის მუდმივი შედგენილობა აიხსნას იმით, რომ არეში ჰაერი განუწყვეტლივ მოძრაობს გრიგალისებურად, ხდება აირთა გადანაცვლება, რაც ხელს უშლის მათ გადანაწილებას კუთრი წონის მიხედვით.
ატმოსფეროს ზედა ზღვარად პირობითად 2000კმ-ს მიიჩნევენ. ტემპერატურის ცვლილების ხასიათის მიხედვით ატმოსფეროს ყოფენ რამდენიმე შრედ, რომელთა შორის არის გარდამავალი არე ე.წ. პაუზები, სადაც ტემპერატურა სიმაღლის მიხედვით უნმიშვნელოდ იცვლება.
გავეცნოთ ამ შრეთა ძირითად ფიზიკურ თვისებებს. უშუალოდ დედამიწის მიმდინარე შრეს ტროპოსფერო ეწოდება; მის თვისებებს ძირითადად დედამიწის ზედაპირის გავლენა განსაზღვრავს. ტროპოსფერო საშუალოდ გრძელდება 11-12 კმ-ის სიმაღლემდე (ეკვეტორთან 16-18კმ, პოლუსებთან 8-10კმ). ტროპოსფეროში თავმოყრილია ჰაერის ძირითადი მასის 4/5 და ატმოსფეროს მთელი ტენი. ამ წრეში ტემპერატურა ყოველ კმ-ზე მცირდება 60C-ით, რაც იმით აიხსნება, რომ ჰაერი ძირითადად დედამიწის ზედაპირიდან თბება.
მცირე სისქის გარდამავალი შრის_ტროპოპაუზის შემდეგ არის სტრატოსფერო, რომელიც გრძელდება 55კმ-მდე.
სტრატოსფეროს შესწავლა XX საუკუნიდან დაიწყო.
ტროპოსფეროდან განსხვავებით, ამ შრეში სიმაღლის მიხედვით ტემპერატურა ყოველ კმ-ზე მატულობს 1-20C-ით. აქ თავმოყრილია ჰაერის დარჩენილი 1/5 ნაწილი, წყლის ორთქლი თითქმის არ არის, ამიტომაც არ ხდება ნალექების ფორმირება, მხოლოდ დაახლოებით 30 კმ-ის სიმაღლეზე, იშვიათად ხდება ორთქლის კომდენსირება და ჩნდება სადაფისფერი ღრუბლები.
სტრატოსფეროსადმი დიდი ინტერესი განაპირობებულია იმით, რომ ზეჩქარული თვითმფრინავების მოძრაობისთვის აუცილებელია ამ არეში ქარის, ტემპერატურული რეჟიმისა და ოზონის განაწილების ცოდნა; ეს უკანასკნელი განსაზღვრავს ჰაერის ტემპერატურის მატებას სტრატოსფეროში. 30-50 კმ-ის სიმაღლეზე არის ოზონის შრე. ოზონი წარმოიქმნება მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით. თუმცა მისი რაოდენობა მცირეა, მაგრამ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ატმოსფეროში მიმდინარე პროესებისათვის, კერძოდ, ოზონი შთანთქავს ულტრაიისფერ სხივებს.
გარდამავალი შრე სტრატოსფეროსა და მეზოსფეროს შორის სტრატოპაუზაა. მეზოსფერო გრძელდება 80 კმ-მდე. ამ არეში ტემპერატურა კვლავ კლებულობს 2-3oC-ით ყოველ კმ-ზე და ზედა საზღვართან 75-950C-ს აღწევს.
მეზოპაუზის შემდეგ მდებარეობს თერმოსფერო (80-800 კმ). მისთვის დამახასიათებელია ტემპერატურის განუწყვეტლივი მატება სიმაღლის მიხედვით: 150 კმ-ზე აღწევს 220-240oC, 200 კმ-ზე-5000C, 500-600 კმ-ზე 15000C-ს აღემატება. ამ არეში აირები მეტად გაიშვიათებულია, ყოველ კუბურ სანტიმეტრში საშუალოდ ასეულობით ათასი მოლეკულაა, მაშIნ როდესაც დედამიწის ზედაპირზე-ასეულობით მილიონი, მილიარდი. მიუხედავად ატმოსფეროს ზედა შრეების მაღალი ტემპერატურისა, მოლეკულათა შეერთებით იშვიათად შეჯახების გამო აქ მოხვედრილი სხეულები მეტად უმნიშვნელოდ ცხელდება. მზის ულტრაიისფერი და კორპუსკულური გამოსხივების შედეგად თერმოსფეროს ქვედა შრეები (60-80 და 240-400კმ) ხდება აირთა იონიზაცია, ამიტომ ამ არეს იონოსფეროსაც უწოდებენ. დამუხტული ატომ-იონები აირეკლავს მოკლე რადიო ტალღებს და დედამიწაზე აბრუნებს. ეს პროცესი მრავალჯერ მოხდება. ამ გზით ხორციელდება შორეული რადიოკავშირები.
თერმოპაუზის შემდეგ-800 კმ-ზე მაღლა მოთავსებულია ეგზოსფერო (გაფანტვის შრე). იგი ნაკლებადაა შესწავლილი. დაკავშირებებითა და თეორიულ გამოთვლათა საფუძველზე თვლიან, რომ აქ ტემპერატურა მატულობს 2000C-მდე.
ქვედა შრეეებისგან განსხვავებით, ჰაერი აქ იმდენად გაიშვიათებულია, რომ უდიდესი სიჩქარით მოძრავი მოლეკულები თითქმის ვერ ხვდება ერთმანეთს. მიუხედავად თავისი ,,უწონადობისა”, ჰაერი არის კოსმოსის დამღუპველი ზემოქმედებისაგან ყოველივე ცოცხალის დამცველი. მეცნიერებმა გამოთვალეს, რომ 3-4 დღეში დედამიწის ზედაპირის ყოველ კმ-ზე დაეცემოდა მეტეორიტი,ისინი თლიანად რომ არ იწვოდნენ ატმოსფეროში. ატმოსფერული ,,ჯავშნის” გარღვევა შეუძლია მხოლოდ ისეთ მეტეორებს, რომელთა საწყისი წონა ათეული და ასეული ტონაა, ასეთი მოვლენა ძალზე იშვიათია.
როგორც ცნობილია, დედამიწაზე სიცოცხლის არსებობას ხელს უწყობსმზის ენერგია. მაგრამ ამ ენერგიის სასიცოცხლო დოზას სწორედ ატმოსფერო განსაძღვრავს. ატმოსფეროს გარეშე დედამიწაზე ტემპერატურათა სხვაობა დღეღამეში 2000C-ს მიაღწევდა +100-დან -100-მდე, რისი ატანაც შეუძლია თუ ყველას არა, უმეტეს სასიცოცხლო ფორმებს მაინც.
ატმოსფეროს ზედა ფენებს ყოველ წამში ეცემა მზისა და სხვა კოსმოსური გამოსხივების უდიდესი ნაკადი_a_სხივები, ინფრაწითელი, რეიტინგის და ულტრაიისფერი სხივები, ხილული სინათლე, რადიოტალღები. ესენი რომ დედამიწაზე აღწევენ, ყველაფერი დაიფერფლებოდა და ეს რომ ასე არ ხდება, მხოლოდ ატმოსფეროს დამცველი უნარის შედეგია. ატმოსფეროს გავლით დედამიწამდე აღწევს მხოლოდ ზოგიერთი რადიოტალღაა, ულტრაიისფერი და ინფრაითელი სხივების ნაწილი.როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამაში მთავარ როლს ასრულებს იონოსფერო და ოზონის ეკრანი 30-დან 50 კმ-მდე სიმაღლეზე. ოზონის შრეში გავლილი ულტრაიისფერი სხივები საშიშია მხოლოდ მხოლოდ ზoგიერთი, მათ შორის დაავადების გამომწვევი მიკროორგანიზმებისათვ
ის, ადამიანისთვის კი იგი აუცილებელია.
ამრიგად ატმოსფეროს საშუალებით დედამიწის ზედაპირამდე აღწევს მხოლოდ სიცოცხლისათვის საჟირო სინათლე და სითბო, დანარჩენი კი შეკავდება.
დიდი ნაწილაკები განაპირობებს ხილვადობის შემცირებას, რაც შეიმჩნევა ბუნებრივი ნისლისა და ბურუსის სახით.
რადგან ატმოსფერო სასიცოცხლო გარემოს ნაწილია, ამიტომ ცოცხალი ორგანიზმებისათვის მნიშველოვანია მისი ფიზიკური თვისებები. ცოცხალი ორგანიზმების არსებობის აუცილებელი პირობაა ატმოსფერული წნევა. რადგან ჩვენს პლანეტაზე არ არსებობს წნევის გაქრობის ან მკვეთრი ცვლილების საშიშროება, მასზე ჩვენ არ შევჩერდებით.
ბიოსფეროსათვის მეტად მნიშვნელოვანია აირული ბალანსის საკითხი, ძირითადად აზოტის, ჟანგბადის და ნახშიროჟანგის.
ჰაერის 3/4-ზე მეტს აზოტი შეადგენს. იგი არის პირველადი ნედლეულის გიგანტური რეზერვუარი და შედის სიცოცხლის პირველად წყაროებში-ცილებში, ნუკლეინის მჟავაში.
მეორე ძრითადი კომპონენტია ჟანგბადი. მის გარეშე შეუძლებელია სუნთქვა და მრავალუჯრედიან ცხოველთა არსებობა.
ნახშიროჟანგი დედამიწის ატმოსფეროში შედარებით მცირე რაოდენობითაა (0,03%). ამ კომპონენტთა თანაფარდობის შეცვლა კატასტროდულად მოქმედებს ცოცხალ ბუნებაზე.
ატმოსფეროს მოჩვენებითი უკიდეგანობა და ჰაერის კოლასალური მარაგი ქმნიან ჰაერის აუზის ამოუწურავობის რწმენას (ჰაერის მარაგი 5.1015 ტ-ს შეადგენს, ადამიანი დღეში საშუალოდ ხარჯავს 500ლ ჟანგბადს_ფილტვებში ატარებს დაახლოებით 10 ათას ლ ჰაერს, ე.ი. დაახლოებით 12 კგ-ს). მაგრამ მრეწველობის მასშტაბები და ზრდის ტემპები გვაიძულებს ვიფიქროთ მოსალოდნელ კატასტროფაზე. რაში გამოიხატება იგი? პირველ როგში აზოტოვანი სასუქების მისაღებად აზოტის სამრეწველო გამოყენება იმდენად დიდია, რომ შეიძლება საეჭვოგახდეს აზოტის გამოულევლობა.
ყოველწლიურად იწვის 1.10 ტ ჟანგბადი, მისი მარაგის შემცირება პრაქტიკულად ჯერ აარ იგრძნობა, მაგრამ მოსალოდნელია და ამდენადსაყურადღებოა.
ატმოსფერო ჟანგბადით ივსება ფოტოსინთეზის შედეგად. ტყეების აჩეხა, გაუდაბნოება, ურბანიზაცია ამცირებს მწვანე საფარს და შესაბამისად, ჟანგბადის გამოყოფასაც. ამასთანავე შეიქმნა ჟანგბადის გამომყოფი პროდუცენტების_მსოფლი��
� ოკეანეების ფიტოპლანქტონის რეალური და მნიშვნელოვანი შემცირების საშიშროება.
ოკეანეების გაჟუჟყიანებამ ნავთობით, DDT-ს ნარჩენებით, ვერცხლისწყლით, ქლორიდებით და სხვა ნივთიერებებით უახლოეს ათეულ წლებში შეიძლება გამოიწვიოს ფოტოპლანქტონის რაოდენობრივი შემცირება ან მასობრივი განადგურება. რაც შეეხება ნახშიროჟანგს, მეცნიერებსა და სპეციალისტებს აშინებს არა მისი მარაგის შემცირება, არამედ მისი სიჭარბე.
ერთი შეხედვით აქ არავითარი პრობლემა არ არის, ატმოსფეროს მასშტაბით ცვლილებები უმნიშვნელოა, პირიქით, ნახშირორჟანგის გაზრდა ხელს უწყობს მცენარეთა კვებას. თვლიან კიდეც, რომ სოფლის მეურნეობის კულტურების მოსავლიანობის გაზრდა კომპლექსური ზომების გამოყენებასთან ერთად შეიძლება განპირობებული იყოს CO2 -ის რაოდენობის გაზრდითაც ჰაერში.
მაგრამ ნახშიროჟანგს ახასიათებს ისეთი თვისებებიც, რომლებიც მას აყენებს ყველაზე გლობალური პრობლემების დონეზე. ცნობილია, რომ CO2-ის 0,1%-ით გაზრდა იწვევსსუნთქვის გაძნელებას, ხოლო მისი 4%-ზე მეტი რაოდენობა ჰაერში ქმნის სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობას. ამასთანავე CO2-ის შემცველობის გაზრდა სრულიად უმნიშვნელო რაოდენობით ატმოსფეროში ცვლის დედამიწის ზედაპირიდან არეკლილ სითბური სხივების გამტარობას. სითბური სარკეების ან ფირების ანალოგიურად ნახშიროჟანგი ადვილად ატარებს მზის მოკლეტალღიან გამოსხივებას და აკავებს დედამიწის ზედაპირიდან გრძელტალღიან სითბურ გამოსხივებას. ამ მოვლენას უწოდებენ ,,სათბურის” ან ,,ორანჟერის ეფექტს”, იგი უშუალოდ მოქმედებს ატმოსფეროს სითბოს ბალანზე.
ადამიანის საწარმოო საქმიანობის შედეგად ატმოსფეროში გამოყოფილი სითბური ენერგიის რაოდენობა იმდენად დიდია, რომ იგი გეოლოგიური და ბუნებრივი პროცესების ტოლფასი ხდება (ცხრ. 1.3).
ატმოსფეროს აირული და სითბოს ბალანსი უშუალოდ დაკავშირებულია მის სისუფთავზე.
ატმოსფეროს გაჭუჭყიანების წყაროები ორი სახისაა: ბუნებრივი და ხელოვნური.პირველს მიეკუთვნება ვულკანის მიერ ფერფლისა და აირების ამოფრქვევა, ტყისა და ველების ხანძარი, მარილებით გაჯერებული ზღვის შხეფები და ნისლი, ეროზიული ნიადაგის მტვერი, უდაბნოთა წვრილი ქვიშა, მცენარეთა მტვერი,მიკროორგანიზმ��
�ბი, ცხოველთა გამონაყოფი, ასევე კოსმოსური მტვერი. ჩვეულებრივ პირობებში ბუნებრივი წყაროებიდან არ იწვევს მნიშვნელოვან ცვლილებებს ჰაერში. მაგრამ კატასტროფულ შემთხვევებში ატმოსფერო სერიოზულად ჭუჭყიანდება. მაგალითად, 1833 წელს კუნძულ იავას მახლობლად ვულკან კრაკატაუდან ამოიფრქვა იმდენი ფერფლი და მტვერი, რომ შეიქმნა თავისებური სინათლის შემაკავებელი ეკრანი, რითაც შემცირდა მზის რადიაციის ინტენსიურობა დედამიწის ზედაპირზე, შეიცვალა პლანეტის სითბოს ბალანსი. ადგილობრივი, მაგრამ მაინც შესამჩნევი ეფექტი შეიძლება ექნეს ტყის დიდსა და ხანგრძლივ ხანძრების და მტვრის გრიგალებს.
ატმოსფეროს გაჭუჭყიანების მთავარი და საშიში წყაროებია საწარმოთა, თრანსპორტისა და საყოფაცხოვრებო გამონაყოფები, ე.ი. ადამიანის საქმიანობის სფერო.
ამჟამად მსპფლიოში 300 მლნ-ზე მეტი მხოლოდ მსუბუქი ავტომანქანაა. ყოველ 100 კმ-ის გავლისას ავტომანქანა წვავს ადამიანის წლიურ ნორმა ჟანგბადს. ყოველი ავტომანქანა წლიურად გამოყოფს 1 ტ-მდე ნახშიროჟანგს.
მანქანის გამონაბოლქვი აირი შეიცავს აგრეთვე კანცეროგენულ ბენზინოპირს, ალდეჰიდებს (აკროდენი, ფორმალდეჰიდი), ტყვიის არაორგანულ ნაერთებს (რომლებიც მიიღებენ ბენზინის წვისას მასში შემავალი ტეტრაეთილტყვიისაგან) და ჰალოგენიდებს (რომლებიც ტყვიის აქროლადობის გასაზრდელად ემატება ბენზინს, მაგალითად, დიბრომეთანი).
საბურავების ცვეთის შედეგად ავტომანქანა ყოველწლიურად გამოყოფს 10 კგ-მდე რეზინის მტვერს.
სითბური ელექტროსადგურები, თბოლელექტროცენტრალებ
ი, საქვაბე დანადგარები მყარი ან თხევადი სათბობის წვისას ატმოსფეროში გამოყოფენ ბოლს. გაჭუჭყიანება დამოკიდებულია საწვავის სრული და არასრული წვის პროდუქტები. წვის მაღალი ტემპერატურისას ჟანგეულები ჰაერში არსებული აზოტისაგანაც მიიღება.
ქვანახშირის მოპოვებისას გაჭუჭყიანების წყაროა ფუჭი ქანების ნაყარი ტერიკონიკები, რომელთა შიგნითაც შიგნითაც მიმდინარეობს თვითწვის ხანგრძლივი პროცესი. სპირტისა და ნახშირის წვის შედეგად გამოიყოფა გოგორდის და ნახშირბადის ოქსიდები და ფისოვან ნივთიერებათა გამოხდის პროდუქტები.
ნავთობმომპოვებელი, ნავთობგადამამუშავებე
ლი და ნავთობქიმიური მრეწველობის აირული გამონაყოფი დიდი რაოდენობით შეიცავს ნახშირწყალბადებს, გოგირდწყალბადებს და არასასიამოვნო სუნის მქონე სხვა აირების. ნავთობგადამამუშავებე
ლ ქარხნებში მავნე აირთა გამოყოფა ძირითადად ხდება მოწყობილობათა არასრული ჰერმეტიზაციის შედეგად.
სინთეზური კაუჩუკის საწარმოები ატმოსფეროში უშვებენ ისეთ მომწამვლელ ნივთიერებებს, როგორიცაა სტიროლი, დივილი, ტოლუოლი, აცეტონი, იზოპრენი და ა.შ.
ქიმიური მრეწველობის საწარმოთა ძირითადი მავნე გამონაყოფთა ნახშირჟანგი, აზოტის ოქსიდები გოგირდოვანი ანჰიდრიდი, ამიაკი, არაორგანულ ნივთიერებათა საწარმოებში-მტვერი, გოგირდწყალბადი, გაგირდნახშირბადი, ქრომის ნაერთები, ფტორის ნაერტები და ა.შ.
შავი მეტელუგიის საწარმოთა გამონაყოფები 1ტ თუჯზე გადაანგარიშებით მავნე გამონაყოფში მტვერი 4,5 კგ-ია, SO2-2,7კგ, Mn_0,5-0,1 კგ. ატმოსფეროშიბრძმედის აირებთან ერთად მცირე რაოდენობი არის დარიშხანის, ფოსფორის, ტყვიის ნაერთები, ვერცხლის და იშვიათ ლითონთა ორთქლი, ციანწყალბადი და ფისოვანი ნივთიერებანი. SO2-ის ჰაერის გაჭუჭყიანების მნიშვნელოვანი წყაროა აგლომერაციული საწარმოები (190 კგ 1ტ მადანზე).
შავი მეტალურგიის თანამედროვე საწარმოს აქვს ნახშირის დაკოქსვის საამქროები და კოქსაირის გამყვანი მოწყობილობანი. კოქსიქიმიური საწარმო ჰაერს აჭუჭყიანებს მტვრით და აქროლადი ნაერთებით. კოქსის ჩამქრობ ვაგონებში ჩატვირთვისას ან სველი წესით ჩაქრობისას ატმოსფეროში გამოიყოფა აგრეთვე ჩასაქრობად გამოყენებულ წყალში შემავალი ნივთიერებები.
ფერადი მტლურგიის საწარმოთა გამონაყოფი აირები შეიცავს ტოქსიკურ მტვრისებურ ნივთიერებებს-დარიშხა��
�ს, ტყვიას და ა.შ., ამიტომ იგი განსაკუთრებით საშიშია. მაგალითად, ელექტროქიმიური წესით 1ტ ალუმინის მიღებისას ელექტროლიზერის ტიპისა და სიმძლავრის მიხედვით იხარჯება 33-დან 47 კმ-მდე ფთორი, რომლის 65% ატმოსფეროში ხვდება.
საშენ მასალათა მრეწველობიდან ცემენტისა და საშენ მასალათა საწარმოები წარმოადგენენ ატმოსფეროს მტვერით გაჭუჭყიანების წყაროებს.
ჰაერის გაჭუჭყიანების წყაროები სასოფლო რაიონებშიძირითადად მეცხოველეობის და მეფრინველეობის ფერმები, ხორცის დამზადების სამრეწველო კომპლექსები, ენერგეტიკული და თბური საწარმოებია. ფერმებიდან ატმოსფეროში აღწევს და საკმაოდ დიდ მანძილზე ვრცელდება არასასიამოვნო სუნის მქონე ნაერთები: NH3, H2S და ა.შ. ატმოსფეროს გაჭუჭყიანების წყაროებია პესტიციდების შესანახი საწყობები და მინდვრები, რომლებიც უნდა დამუშავდეს შხამქიმიკატებით და სასუქებით.
რადიოაქტიური ნაერთებით ატმოსფეროს გაჭუჭყიანება ხდება მათი მოპოვების, გადამშავებისა და გამოყენების დროს.
ჩვენი პლანეტის საჰაერო აუზის ზომები გრანდოზულია. შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ ჰაერის მასასთან შედარებით გაჭუჭყიანება უმნიშვნელოა, მარამ ეს ასე არ არის.
ატმოსფეროს გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებები განაწილებულია არათანაბრად: ზოგან მათი რაოდენობა ძალიან მაღალია. გარდა ამისა, ზოგიერთი ნივთიერებების მეტად უმნიშვნელო კონცენტრაციასც კი საშიშია. აი, რაზე მეტყველებს ციფრები.
ამჟამად ძლიერ განვითარდა საჰაერო ტრანსპორტი. ორმოტორიანი რეაქტიული თვითმფრინავი სრული დატვირთვით აფრენისას სასტარტო ბილიკზე ტოვებს მავნე აირების ნაკადს, რომლებიც 6350 მანქანის გამონაბოლქვს უდრის. ერთი ტრანსატლანტიკური რეისი ხარჯავს 35 ტ ჟანგბადს.
გავეცნოთ ატმოსფეროს ძირითადი გამაჭუჭყიანებლის ტოქსიკურობას.
ნახშირორჟანგი. ატმოსფეროს გაჭუჭყიანების და აირული შედგენილობის ცვლილებების გამოწვეული გლობალური შედეგები მჭიდრო კავშირშია პლანეტის ტემპერატურულ ბალანსთან. ატმოსფეროს დამატებით გახურებას იწვევს სათბობის წვის CO2-ის გამოყოფის გამო.
ატმოფეროს საშუალო ტემპერატურის გადახურებამ 1-20C-ით შეიძლება გამოიწვიოს ანტარქტიდისა და გრელანდიის ყინულების დნობა, რითაც აიწევს ოკენეთა დონე და დაიტბორება მრავალი დაბლობი, შესაძლოა ყინულის ქვეშ არსებულ დედამიწის შაღრმავებათა გასწორებამ გამოიწვიოს ტექნიკური პრცესები, ასევე კლიმატის საერთო ცვლილებები.
გოგირდის (IV) ოქსიდი იწვის მოსავლის საგრძნობ შემცირებას, აღიზიანებს ლორწოვან გარსს და ხილვადობის გაუარესების ძირითადი მიზეზია. ტენიან ჰაერში დამჟამგველის არსებობისას იგი წარმოქმნის გოგირდმჟავას, ნალექებთან ერთად ეცემა მიწაზე ან ,,დაცურავს” ჰაერში ღრუბლის წვეთებთან ერთად და შლის არა მარტო ადამიანის ფილტვებს, არამედ ლითონს, საღბავს და ქვასაც კი, რის შედეგადაც საუკუნეთა მანძილზე არსებული ნაგებობანი, სკულპტურები და ისტორიული ძეგლები ქუცმაცდება და იშლება. ეს შეიმჩნევა ვენეციაში, სადაც ცნობილი ოთხი ცხენის ქანდაკება შეცვალეს ასლებით. ლონდონში ასლებით ცვლიან პაარლამენტის შენობის ბარელიეფებს, მათი ძლიერი დაზიანების გამო, აფრიკაში იშლება აკრეპოლი. შემუშავებულია კიდეც აგრესიულად მოქმედი ატმოსფეროსგან მისი იზოლირების პროექტი სპეციალური აფსკების მეშვეობით.
გოგირდოვანი აირი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მტერია მცენარეებისათვის. ჰაერთან ერთად იგი აღწევს რა მცენარეთა ფოთლებში, მაღალი კონცენტრაციისას ამცირებს უჯრედთა სიცოცხლისუნარიანობას და მცენარე ხმება.
აზოტის ოქსიდები ჰაერის წვისას აზოტი და ჟანგბადი უერთდება ერთმანეთს და წარმოიქმნება აზოტის (II) ოქსიდი, რის შედეგადაც შეიმჩნევა მოყავისფრო ბოლი, იგი დამღუპველად მოქმედებს მცენარეებზე და ადამიანის ჯამრთელობაზე:
აზოტის (IV) ოქსიდი მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით იშლება.


ატმოსფერო, მისი გაჭუჭყიანების ფორმები და გავლენა გარემოსა და მოსახლობაზე     - qimia.PNG
გამოყოფილი ატომური ჟანგბადი ჟანგავს ნახშირწყლებს, რის შედეგადაც წარმოიქმნება მომწამვლელი აირები, მაგალითად, ფორმალდეჰიდი.
ფთორის ნაერთები. ფთორის უხვი შემცველობა ჰაერში იწვევს ძვლოვანი ქსოვილის დაშლას და დამღუპველად მოქმედებს მცენარეულობაზე, რაც განპირობებულია მათი კუმულაციოური თვისებებით, ანუ მათი უნარით დაგროვდნენ ორგანიზმში. ამის გამო ისინი ხანგრძლივად მოქმედებენ ორგანიზმებზე და საშიშია მცირე რაოდენობითაც კი.
ნახშირჟანგს ახასიათებს ჰემოგლობინთან-სისხლი��
� წითელ ბურთულებთან შეერთების უფრო მეტი სწრაფვა, ვიდრე ჟანგბადს, ამიტომ მისი მცირე რაოდენობით ჩასუნთქვაც კი იწვევს ორგანიზმის დაღუპვას.
მეტალური ნაწილაკები. თუთია, ტყვია, დარიშხანი, ბერილიუმი და სხვა ლითონები 10მკმ ნაკლები ზომის ნაწილაკების სახით ხვდებიან რაც ადამიანის ორგანიზმში, იწვევს ღვიძლის, თირკმელების ქრონიკულ დაავადებას შლიან სისხლს.
მიკრო ნაწილაკები. გამონაბოლქვი აირები სამრეწველო საწვავი, სხვადასხვა ღუმელების ბოლი, საშენი მასალები და სასუქები შეიცავენ ნაწილაკებს რომლებიც იფანტებიან ატმოსფეროში და აძნელებენ ხილვადობას, აფუჭებენ ნაგებობებს და აზიანებენ ჯანმრთელობას.
ნახშირწყალბადები შიგაწყლის ძრავების გამონაბოლქვი აირია. არასრული წვის ქიმიური პროდუქტები 25-35C -ზე მზის ულტრაიისფერი სხივების გავლენით ქარის მცირე სიჩქარისას ქმნის ფოტოოქსიდატებს. ეს აირები ლითონურ ნაწილაკებთან ერთად ქმნიან ,,თეთრ ფოტოქიმიურ” სმოგს.
მსოფლიო მრავალი ქალაქისთვის (ლონდონი, ლოს-ანჟელესი, ტოკიო, რომი, დიუსელდორფი და სხვა. )ნადვილ უბედურებად იქცა
ტოქსიკური ნისლი სმოგი, რომელიც მძიმედ აზიანებს თვალებსა და ფილტვებს, იწვევს ძლიერ დაავადებებდს და სიკვდილსაც კი. 1952 წლის დეკემბერში ლონდონში ასეთი სმოგით დაიღუპა 4ათასი კაცი. ანალოგიურად ამბავი განმეორდა 1956 წლის იანვარსა და 1957 წლის დეკემბერში. ეს შემთხვევები გახდა სპეციალური კომისიების განხილვის საგანი. 1956 წელს ბრიტანეთის პარლამენტმა მიიღო კანონი _ ორგანიზაციები და კერძო მობინადრეები დაბალი ხარისხის ნახშირიდან გადასულიყვნენ მაღალხარისხოვანი საწვავების_ანთრაციტი��
�, აირის, ელექტროობის ნავთობის გამოყენებაზე. ამ კანონმა შედეგი გამოიღო. 1962 წელს ქალაქში ნისლი ჩამოწვა, მაგრამ გამაჭუჭყიანებეთა დაბალი კონცენტრაციის გამო ათი წლის წინანდელი უბედურება არ გამნმეორებულა.
ამჟამად სმოგების ,,დედაქალაქი” ლოს-ანჟელესია. ლონდონის ,,შავ” სმოგთან შედარებით, აქ ,,თეთრი” სმოგია. ლონდონის სმოგისაგან განსხვავებით იგი მოქმედებს თვალებზე იწვევს მის ანთებას.
არც თუ უკეთესი მდგომარეობაა ტოკიოში, სადაც პოლიციები გზებზე მოძრაობას ჟანგბადის ნოღბებით შეირაღებულნი არეგულირებენ.
სმოგის წარმოქმნის საწინდარია ქალაქის თავზე ჰაერის ძლიერი გაჭუჭყიანება, მაგრამ სმოგის წარმოსაქმნელად სხვა ბუნებრივი პირობებია კიდევ საჭირო-სუსტი ქარი, ჰაერის სეკავება, ნისლი, მაღალი ტენიანობა. განსაკუთრებით საშიშია ტემპერატურული ინვერსია. ნორმალურ პირობებში დედამიწის ზედაპირის სიახლოვეს სიმაღლესთან ერთად ტემპერატურა კლებულობს, ამიტომ ჰაერი გადაადგილება, რითაც უშუალოდ დედამიწის ზედაპირზე ან ჰაერში მავნე ნივთიერებების დაგროვებისას საშიშროება არ იქმნება. თუ სიმაღლეზე ტ... გრადუსი
იზრდება, ჰაერი არ გადაადგილდება და გაჭუჭყიანებაც უშუალოდ ზედაპირთან გროვდება. ამ მოვლენაააას უწოდებენ "ტემპერატურულ ინვერსიას”, რადგან ისინი ნორმალურთან ინვერისირებული არიან. ამ დროს ქალაქების თავზე იქმნება სახურავები , ჰაერი მოქცეულია გაურკვეველ მოცულობაში. გამჭუჭყიანებლების გამოყოფა გრძელდება, რითაც მკვეთრად იზრდება მათი კონცენტრაცია მთიანი გარემო ხელს უწყობს ჰაერის სეკავებას ქვაბურებში, ცივი დინებები-სანაპიროებზ��
� და სხვა.
ხშირად საშიში გაჭუჭყიანებები ჰაერში არ შეიგრძნობა , მაგრამ ისინი აზიანებენ ადამიანის ჯანმრთელობას.
ადამიანების ასეთი შეუმჩნეველი ზემოქმედებისაგან დასაცავად შემოღებულ იქნა მავნე ნივთიერებებისათვის ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები (PDK) და დაწესდა მათზე კონტროლი.